გაკვეთილის თემა
|
ორნამენტი
|
მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლემ განასხვავოს სხვადასხვა კულტურისთვის დამახასიათებელი ორნამენტის თავისებურებანი,მოსწავლეს გამოვუმუშაოთ ორნამენტის სხვადასხვა უნარ-ჩვევა.
|
მიზნები და შედეგები
|
ს.გ.VIII.5. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
ს.გ.VIII.6. მოსწავლეს
შეუძლია მიმართოს ინდივიდუალური
და ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიას.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ანაწილებს
გუნდში სამუშაოს/ფუნქციებს/მოვალეობებს;
·
ითვალისწინებს და იყენებს გუნდელის/ების შესაძლებლობებს (პოტენციალს);
·
ეხმარება სხვებს კონკრეტული ამოცანის შესრულებაში და საჭიროების
შემთხვევაში მათგან ითხოვს დახმარებას.
ს.გ. VIII.7. მოსწავლეს
შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების
ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ს.გ.VIII.11. მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა კონტექსტში განიხილოს ხელოვნების
ნიმუში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მოსწავლე მიაკუთვნებს
ხელოვნების ნიმუშს კონკრეტულ ეპოქასა თუ კულტურას და ასაბუთებს თავის მოსაზრებას;
|
წინასწარი ცოდნა
|
ორნამენტის ტიპები: გეომეტრიული ე.წ მეანდრი და მცენარეული ორნამენტი,ძირითადი
თვისება -რიტმულობა. აღმოსავლური კულტურისთვის დამახასიათებელი ორნამენტის მცენარეული
მოტივები და ძველ ბერძნულ კულტურის დამახასიათებელი გეომეტრიული მოტივი.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
ჯგუფური
კომუნიკაცია,შემოქმედებითობა, გარემოზე პასუხისმგებლობა და ზრუნვა, თვალსაჩინოების
გამოყენება და მუშაობა.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
ისტ ტექნოლოგიები: პროექტორი,ჩვეულებრივი A4 თაბახი ან მილიმეტრული ფურცელი,უბრალო
ფანქარი, საშლელი, ფარგალი, სახაზავი, ტუშიანი კალამი,
ფერადი ორნამენტის შესასრულებლად ფერადი ფანქრები
|
ეფექტიანი აქტივობები და სტრატეგიები
|
დამოუკიდებლად მუშაობს და ფანტაზიით ქმნის ორნამენტს, ინარჩუნებს ორნამენტისთვის
დამახასიათებელ რიტმულობას, დინამიურობას.
ახდენს ნამუშევრის პრეზენტაციას არჩეული ორნამენტის მოტივიდან გამომდინარე, ორნამენტის
ტიპების კომბინირების შემთხვევაში საუბრობს მათ შეხამება-ურთიერთშეფარდებაზე.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
აქტივობა1.
: ამა თუ იმ კულტურისთის დამახასიათებელ ორნამენტს
პროექტორის საშუალებით ვეცნობით, რისი საშუალებითაც მათი თვალსაწიერი ფართოვდება
(5 წთ.)
აქტივობა 2.
: დამოუკიდებელი სამუშაო (30 წთ.)
აქტივობა
3. : პრეზენტაცია
(10 წთ.)
|
დიფერენცირებული სწავლება
|
განასხვავებს ერთმანეთისგან
გეომეტრიულ და მცენარეულ ორნამენტს, ამეორებს ფიგურებს, ინარჩუნებს რიტმულობას. ფანქრების
გამოყენებით ფერებში ასრულებს ნამუშევარს.
|
თვითშეფასება
|
მოსწავლეებმა შეძლეს ორნამენტების შექმნა,ისაუბრეს მათ განაწილებაზე,
გამოიყენეს სიმეტრია,რიტმი,თანაზომადობა. აღწერეს ნამუშევარი და გამოხატოს საკუთარი
შთაბეჭდილებები ორნამენტის ტიპებთან დაკავშირებით
|
Wednesday, May 27, 2015
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)