რენესანსი


  რენესანსი, ასევე აღორძინება (ძვ. ფრანგ. Renaissance, ნიშნავს "ხელმეორედ დაბადებას"; იტალ.: Rinascimento, re- "ხელახლა" და nascere "დაბადება"), გაიგივებულია ევროპის ისტორიულ-კულტურულ ეპოქასთან, რომელმაც შეცვალა შუა საუკუნეები და წინ უძღოდა რეფორმაციას (თანამედროვე ეპოქის ადრეული პერიოდი). ამ ეპოქის ქრონოლოგიური ჩარჩოები XIV—XVI საუკუნეებია, დაიწყო რა იტალიაში გვიან შუა საუკუნეებში და მოგვიანებით მთელევროპაში გავრცელდა.
აღორძინების ეპოქის განმასხვავებელი თვისება იყო კულტურის საერო ხასიათი და მისი ანთროპოცენტრიზმი (ანუ ინტერესი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანისადა მისი მოღვაწეობის მიმართ). ღვივდება ინტერესი ანტიკური კულტურის მიმართ, ხდება რა მისი ერთგვარი "ხელახალი დაბადება", რაზეც თვით ტერმინი მიუთითებს.
ტერმინი "აღორძინება" გვხვდება უკვე იტალიელ ჰუმანისტებთან XVI საკუნეში (მაგ. ჯორჯო ვაზარი). თანამედროვე მნიშვნელობით ეს ტერმინი შემოიღო XIX საუკუნის ფრანგმა ისტორიკოსმა ჟიულ მიშლემ. ამჟამად ტერმინი "აღორძინება" გადაქცეულია კულტურული აყვავების მეტაფორად (მაგ. IX საუკუნისკაროლინგისეული აღორძინება).
იტალიური რენესანსი XV საუკუნეში წარმოადგენდა დასავლეთის კლასიკურ ანტიკურობასთან დაახლოებას, ცოდნის აბსორბციას, ყურადღების გადატანას ბედნიერი ცხოვრების მნიშვნელოვნებაზე ამწყოში (რელიგიური საიქიოს ნაცვლად). მის სწრაფ გავრცელებას სხვა ფაქტორებთან ერთად ხელს უწყობს ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოგონება, რამაც ცოდნის გავრცელებაზე ჯაჭვური რეაქცია მოახდინა. ამასთან ხელოვნებაში, პოეზიაში და არქიტექტურაში ახალი ტექნიკის შექმნამ თავისდა წილად განაპირობა ხელოვნებისა და ლიტერატურის სტილისა და შინაარსის რადიკალური შეცვლა (ან ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით, შემობრუნება კლასიციზმისკენ). იტალიური რენესანსი ხშირად გაიგივებულია "თანამედროვე" ეპოქის დასაწყისთან.
მართალია ანტიკურმა იდეალებმა დიდი როლი ითამაშა ახალი ხელოვნების შექმნაში, მაგრამ მაინც ეს იყო დასავლეთ ევროპის ქვეყნების (ბელგია, ჰოლანდია,გერმანია, იტალია) განვითარების შედეგი. უპირველეს ყოვლისა, ეს განპირობებული იყო ადრეული კაპიტალისტური ურთიერთობების ჩასახვით და ბურჟუაზიული იდეალების (მატერიალიზმი) წინ წამოწევით. ადამიანი კვლავ ხდება მთავარი ფასეულობა, დგება ინტერესების ცენტრში. რაციონალიზმი, ჰუმანიზმი და ინდივიდუალიზმი ხდება რენესანსის ხანის შემოქმედთა მთავარი დევიზი — "რეალური ადამიანი რეალურ გარემოში".
  თანამედროვე ისტორიკოსები რენესანსის მოდერნულობას სკეპტიციზმით უყურებენ, თვლიან რა რენესანსს როგორც ჰუმანიზმზე და კლასიკურობაზე დამყარებულ კულტურულ პროგრამას ან მიმდინარეობას, ვიდრე სრულიად ისტორიულ ეპოქას.
რენესანსი წარმოიშვა შუა საუკუნის ქალაქის კულტურის საფუძველზე. თავისი ბუნებით იგი ანტიფეოდალური იყო. მისი კულტურის სპეციფიური ნიშნებია: ჰუმანისტური მსოფლმხედველობა, საერო ხასიათი, ანტიკური კულტურული მემკვიდრეობისადმი ინტერესი (აქედანაა საღელწოდება „აღორძინება“, რომელიც მეცნიერებაშიც დამკვიდრდა XVIII საუკუნიდან).
  რენესანსის წინა ეტაპია "პროტორენესანსი". ეს არის გარდამავალი საფეხური შუა საუკუნეებიდან რენესანსამდე. პროტორენესანსი ჩაისახა მეცამეტე საუკუნის 60-იან წლებში. სხვანაირად მას უწოდებენ "დუჩენტოს" და "ტრეჩენტოს".
შუა საუკუნის ფეოდალურ ზოგიერთ პერიოდში ინტერესი ანტიკური კულტურისადმი ვლინდებოდა ჰუმანისტური ეთიკისა და რეალისტური ხელოვნების სახით, მაგრამ რენესანსი განსაზღვრული იყო XIV-XVI საუკუნები ევროპის სახელმწიფო სოციალურ-ეკონომიკური, კერძოდ, ადრინდელი კაპიტალისტური ურთიერთობებით. ამ პერიოდში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია აქტიური, თავისთავადი ადამიანისპიროვნებამ, რომლის იდეალი უკვე ვეღარ თავსდებოდა ფეოდალურ-წოდებრივი ურთიერთობების, საეკლესიო-ასკეტური მორალის და შუა საუკუნეების ტრადიციების ჩარჩოებში. ამან გამოიწვია ღირებულებათა თავისებური გადაფასება, შეხედულებების შეცვლა აწმყოსა და წარსულზე, გააქტივება არსებულ ურთიერთობათა შესაცვლელად. ჰუმანისტებმა დაიწყეს ბრძოლა ადამიანის მოღვაწეობისა და მისი აზრებისადმი დაწესებული საეკლესიო კონტროლის წინააღმდეგ, რაც კონკრეტულად გამოიხატა შუა საუკუნეების მორალის ისეთი საფუძვლის კრიტიკით, როგორიცაა ავტორიტეტები, ტრადიციები და დოგმები. ღირებულებათა ახალ ანტროფოცენტრისტულმა (ბერძნულად antropos - ადამიანი) მოძღვრებამ სამყაროს ცენტრად მიიჩნია ადამიანი, როგორც ბუნების ნაწილი და ბუნების ყველაზე სრულყოფილი ქმნილება; ასკეტული, „ზეციური“ ადამიანის მისტიურ იდეალს დაუპირისპირა მიწიერი, ბუნებრივ მოთხოვნილებებზე კანონიერი უფლების მქონე, ყოველმხრივ განვითარებული ადამიანის კულტი. რენესანსი ახალი ისტორიული პირობების შესატყვისად ავსებდა და ასწორებდა ანტიკურ კულტურას. იგი სოციალური შინაარსით აღმავალი, პროგრესული ბურჟუაზიული მოღვაწეობის პროდუქტია, მაგრამ მის კულტურაში იყო მიმდინარეობები, რომლებიც არ თავსდებოდნენ ბურჟუაზიული მსოფლმხედველობის ფარგლებში ( მაგ. ტ. მორისა და ტ. კამპანელას უტოპიური სოციალიზმი, კამპანელას უტოპიური სოციალიზმი, დემოკრატიული მოვლენები ლიტერატურასა და ხელოვნებაში და სხვა). რენესანსის პერიოდში შეიქმნამსოფლიო კულტურის ფასდაუდებელი შედევრები. რენესანსის იდეების უშუალო მემკვიდრეები არიან XVIII საუკუნის განმანათლებლობისმოღვაწეები. რენესანსის კულტურა განუყოფელია ჰუმანისტური მსოფლმხედველობისა და ახალი ფილოსოფიისგან. ამ პერიოდში ძლიერდება ოპოზიცია სქოლასტიკის, ფილოსოფია ცდილობს თავი დააღწიოს „ღვთისმეტყველების მსახურის“ როლს. ყველაზე ადრე ასეთი ოპოზიციური სულისკვეთება გამოვლინდა ეთიკაში, გვიანდელ სტოიციზმისა და ეპიკურეიზმის (იხ. ეპიკურე) იდეების აღორძინების სახით (მაგალითად პეტრარკასა და ლ. ვალასთან). გვიან ( XV საუკუნის მეორე ნახევარში) ბიზანტიური მეცნიერების წყალობით ჰუმანისტები უფრო სრულად გაეცნენ პლატონს, არისტოტელეს და სხვა ძველი ბერძენი ფილოსოფოსების შრომებს, რამაც არსებითი როლი ითამაშა რენესანსის ეპოქის ფილოსოფიის განვითარებაში. თვალსაჩინო იყო პლატონიზმისა და ნეოპლატონიზმის იდეების გავლენა. მათი აღორძინების ცენტრი იყო პლატონის აკადემია ფლორენციაში (დაარსდა 1459). მთავარი პროპაგანდისტები იყვნენ მ.ფიჩინო და პიკო დელა მირანდოლა. პლატონის ფილოსოფია ამ დროისთვის ხდება სქოლასტიკურ არისტოტელიზმთან ბრძოლის საშუალება. ამ ბრძოლის ცენტრი იყო პადუის უნივერსიტეტი (იტალია). ხოლო მისი მოთავე - პ.პომპონაცი. მის მიერ „ორმაგი ჭეშმარიტების „ თეორიის დაცვამ და სულის უკვდავების რელიგიური გაგების კრიტიკამ ხელი შეუწყო ფილოსოფიის დამეცნიერების ნაწილობრივ გათავისუფლებას ღვთისმეტყველების მეურვეობისაგან.
  რენესანსის ეპოქის უდიდესი მონაპოვარია რელიგიური დოგმებისგან თავისუფალი ბუნების ფილოსოფია (ნატურფილოსოფია). განსაკუთრებით განვითარდა იგი XVI საუკუნისიტალიასა და გერმანიაში (პარაცელსუსლი, კარდანო, ტელეზიო, კმაპანელა, ბრუნო). ბუნების ფილოსოფიის მრავალი იდეა წამოაყენა XV საუკუნეში კარდინალმა ნიკოლოზ კუზანელმა, რომლის ეპოქის ნატურფილოსოფია სამყაროს კანონებს მიიჩნევს შინაგან ბუნებრივ კანონზომიერებად. ნატურფილოსოფოსების აზრით, ღმერთი გარეგანი, ზებუნებრივი ძალა კი არ არის, არამედ შინაგანი მიზეზია, თვით სამყარო წარმოადგენს ცოცხალ გასულიერებულ, ცვალებად (ბრუნოს აზრით, უსასრულო) ორგანიზმს, ხოლო ადამიანი - მის ნაწილს. ნიკოლოზ კუზანელისა და ჯორდანო ბრუნოს შრომებში მოცემულია დიალექტიკური აზროვნების მრავალი ნიმუში (მაგალითად დაპირისპირებულთა იგივეობის ცნება). სამყაროს მთლიანი სურათის შექმნაში რენესანსის ეპოქის ფილოსოფოსებს ხელს უშილიდა მეცნიერების განვითარებისდ აბალი დონე, რის გამოც ისინი ხშირად მიმართავდნენ პოეტურ სახეებს, ანთროპომორფისტულ ანალოგიების (ანტროფომორფიზმი) და მისტერიულ თეუროიებს (კაბალა, მაგია, ასტროლოგია, ალქიმია და სხვა). სწორედ ეს განასხვავებს რენესანსის ეპოქის აზროვნებას უფრი გვიანდელი, მკაცრად მეცნიერული და სისტგემური აზროვნებისგან.
რენესანსის ეპოქისთვის ნიშანდობლივია ბუნებისმეცნიერების დარგში მოპოვებული დიდი წარმატებები, ახლი შეხედულებები საზოგადოებასა და მის ისტორიაზე, სახელმწიფოსა და სამართალზე (ნ. მაკიაველი, ჟ. ბოდენი), რელიგიისადმი ახლებული (სკეპტიკური ან ინდიფერენტული) დამოკიდებულება, ახალი, ჰუმანისტური ინსტორიოგრაფიის შექმნა (ლ.ბრუნი, ნ. მაკიაველი, ს. ფრანკი), ისტორიულ მოვლენათა ბუნებრივი მიზეზების ძიება. რენესანსის ეპოქაში უპირატესი მნიშვნელობა მაინც გამოჩენილი ადამიანების ნებისყოფასა და მისწრაფებებს ენიჭებოდათ.
ჰუმანისტური იყო რენესანსის ეპოქაში აღზრდის პედაგოგიური იდეები, რომელთა პრაქტიკაში დაფუძნება გულისხმობდა აღზრდის შუა საუკუნეების სქოლასტიკური სისტემის კრიტიკას.ამ იდეებმა დიდი გავლენა მოახდინა აღზრდისა და სწავლების თეორიისა და პრაქტიკის შემდგომ განვითარებაზე (ერაზმ როტერდამელი, ფ. რაბლე, მ. მონტენი და სხვა)

  რენესანსის ეპოქის გამოჩენილი მხატვრები იყვნენ:ლეონარდო და ვინჩი,რაფაელი სანტი,მიქელანჯელო. ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წლის 15 აპრილს,იტალიის პატარო სოფელ ვინჩში.იგი საოცარი სილამაზით ,იშვიათი ძალღონით და გონებამახვილობით გამოირჩეოდა.ლეონარდო შესანიშნავი მხატვარი,გენიალური ინჟინერი და გამომგონებელი იყო.შექმნა საბრძოლო და საფრენი აპარატების ესკიზები,გამოიგონა პარაშუტი. ლეონარდო იშვიათად ასრულებდა საქმეს, ამიტომ ათასობით დაწყებული ჩანახატიდან რამდენიმე დასრულებული ქმნილებაა შემორჩენილი. აღორძინების კლასიკური სტილის მონახაზები ჯერ კიდევ მე-16 საუკუნის დადგომამდე ოცი წლით ადრე გამოჩნდა ლეონარდო და ვინჩის შემოქმედებაში.მისი მთავარი იდეა იყო შუა საუკუნეებისათვის ტრადიციული ანტაგონიზმის გადაალახვა მატერიალურსა და სულიერს შორის,გრძნობადსა და ცოდნას შორის და ასეევე განმტკიცება იმ რწმენისა,რომ ხელოვნებამ უნდა შეძლოს აღდგენა ცხვორებისეული ჰარმონიისა,რომელსაც უზენაესი მართავს.ამგვარად,ღმერთმა და ადამიანმა,იმპულსურმა და ნასწავლმა,ცამ და დედამიწამ ,სინათლემ და სიბნელემ ზურგი უნდა აქციონ ანტაგონიზმს,შეერწყან ერთურთს ,შეავსონ ერთმანეთი.თავის ცნობილ ტრაქტატში ვინჩი წერს::მხატვრის გონება უნდა გარდაიქმნას ბუნების გონებად და გახდეს შუამავალი მასსა და ბუნებას შორის.ეს არის წესთა წესი ,რომელსაც აუცილებლად უნდა მისდიონ იმ ადამიანებმა ,ვინც აკვირდება ბუნების მოვლენებს.თუ ბუნება იწყებს მიზეზის ძიებით,რათა დაამთავროს ექსპერიმენტით,ჩვენ საპირისპირო გზას უნდა გავყვეთ:დავიწყოთ ექსპერიმენტით და მასზე დაყრდნობით გამოვიკვლიოთ მიზეზი.კარგ მხატვარს ორი რამ აქვს დასახატავი:ადამიანი და მისი სულის მოძრაობა.პირველის დახატვა ადვილია,მეორესი -არა,რადგან სხეულის პოზის მიღმა,მისი ყოველი მოძრაობის მიღმა უნდა ჩანდეს სული.ფიგურა არაფერს ნიშნავს,თუ მასში არ ჩანს მოძრაობა სულისა და გრძნობებისა.”
რაფაელი სანტი დაიბადა 1483 წელს 6 აპრილს იტალიის ქალაქ ურბინოში,ამიტომაც იხსენებენ ზოგჯერ რაფაელ დე ურბინოდ ჩრდილო -აღმოსავლეთ რეგიონის ,მარკეს დედაქალაქში.მას ხატვა მამამ ჯოვანი სანტიმ ასწავლა და პატარაობიდან ხატავდა.1491 წელს რაფაელს დედა გარდაეცვალა .მამა მეორედ დაქორწინდა,მაგრამ 1494 წელს პირველ აგვისტოს უეცრად გარდაიცვალა.ობლის მეურვეობა ითავა ბიძამ,მღვდელმა ბართოლომეომ.აღორძინების ეპოქის სამ უდიდეს წარმომადგენელთა შორის მხოლოდ მიქელანჯელო ბუონაროტიზე რვა წლით და ლეონარდო და ვინჩიზე ოცდაათი წლით უმცროსი რაფაელი გადავიდა მე-16 საუკუნეში კვატროჩენტოს მცირედი ”ბარგით”.პირველი საბუთი სადაც რაფაელი იხსენიება როგორც მხატვარი,დათარიღებულია 1500 წლის დეკემბრით.ეს არის ხელშეკრულება,რომლის თნახმადაც რაფაელს ევალება საკურთხევლის მოხატვა.დღემდე შემორჩენილია რაფაელის ხელმოწერილი რამდენიმე ფრაგმენტი ჩიტა დი კასტელოში,1504 წლის შემოდგომაზე რაფაელი ფლორენციაში გაემგზავრა.იქ შექმნილ მის ნახატებში ,როგორიცაა : ”წმინდა ნიკოლა ტოლენტიინოელის კორონაცია”, ”ჯვარცმა”, ღვთისმშობლის კორონაცია: სრული უმწიფრობა ჩანს.კრიტიკოსები ერთხმად ადასტურებენ ,რომ ფლორენციაში ცხოვრების ოთხი წლის განმავლობაში რაფაელი მთელი არსებით ჩაიძირა თავისი მასწავლებლების კლასიკური მემკვიდრეობის შესწავლაში.განსაკუთრებით ”ჯოკონდას”ავტორის შემოქმედებამ გაიტაცა.ეს ცხადად ჩანს მის ფლორენციულ ღვთისმშობელთა სერიაში: ”მადონა მდელოზე”,”მადონა მიხაკიტ”,”მადონა მებაღე”ამ ნაწარმოებებში რაფაელმა ლეონარდოსეული ემოციური ინტენსივობა სასამოვნო,დახვეწილ და გაწონასწორებულ,ზოგჯერ აშკარა მსუბუქ განწყობილებად აქცია.სამაგიეროდ ფლორენციულ ნახატში ”მადონა ბალდაჩინო”,ანუ ”მადონა ბალდახინქვეშ”,რაფაელმა მიქელანჯელოსეული რელიეფურობა გამოიყენა. მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა უამრავი შედევრი დაგვიტოვა.დიდი მიღწევები ჰქონდა არქიტექტურაშიც.პაპის დავალებით მოხატა ვატიკანის სასახლის დარბაზები.რაფაელი ხატავდა მადონებს,მაგრამ სიქსტეს მადონამ სხვა მადონები დაჩრდილა.იგი პორტრეტების უზადო ოსტატი იყო.
  მიქელანჯელო დაიბადა 1475 წელს 6 მარტს ქალაქ კაპრეზეში ფლორენციაში.მიქელანჯელო ბუონაროტი პირველია მხატვრობაში,ხუროთმოძღვრებაში , ქანდაკების ხელოვნებაში,არქიტექტურაში და წერდა ბრწყვინვალე ლექსებს. მიქელანჯელო დაუახლოვდა მედიჩებს და მათ კარზე ნეოპლატონურ წყაროს წყალს დაეწაფა ,ანუ გაიზიარა ის ტენდენცია ,რომელიც ძირს უთხრიდა არისტოტელესეულ სტრუქტურას.ე.ი. იმ სტრუქტურას,რომელის მიხედვითაც შუა საუკუნეების თომიზმი მკაცრად ადევნებდა თვალს ინტელექტუალურ და შემოქმედებით შრომას.მიქელანჯელოს ლეონარდოსავით მუდამ ძველისკენ ჰქონდა მიმართული მზერა,მაგრამ არასოდეს ღალატობდა ჭეშმარიტად ქრისტიანულ სულიერებას,რითც სუნთქავდა მისი შემოქმედება.1508 წელს ”სიქსტეს კაპელის ”შექმნა გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო მიქელანჯელოსთვის ,მისი ესთტიკისთვის,ანუ იმისთვის,რასაც მისი პლასტიკა გადმოსცემს.მიქელანჯელოს არქიტექტურა მის ფრესკებზე,მის ნახატებში ცოცხლდება.
  მან შექმნა სამი ათასამდე სახე,მაგრამ არასდროს გაუმეორებია.მიქელანჯელო 25 წლის იყო როდესაც მარმარილოსაგან ''პიეტა'' (ქრისტეს დატირება) შექმნა.მოხატა ვატიკანის სიქსტეს კაპელას ჭერი და კედლები,რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მნახველებზე.შექმნა ბიბლიური დავითის 5მეტრიანი მარმარილოს ქანდაკება.იგი იყო წმინდა პეტრეს ტაძრის არქიტექტორი.მიქელანჯელომ ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა.იგი გარდაიცვალა 1564 წლის 18 თებერვალს.მისი ნეშტი ანდერძის თანახმად ,ფარულად წაასვენეს რომიდან და დაკრძალეს სამშობლოში.





No comments:

Post a Comment