პროექტის სახელწოდება
|
,, მუზეუმები თბილისში“
|
პროექტის მთავარი იდეა
|
მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან თბილისში რომელიმე მუზეუმის შესახებ ინფორმაციას
|
პროექტის აქტუალობა
|
გავეცნოთ ინფორმაციას მუზეუმში დაცული მნიშვნელოვანი ექსპონატების შესახებ
|
პროექტის მიზნები
|
გავაცნოთ მნახველს არჩეული მუზეუმის შექმნის ისტორია და იმ ადამიანების
მოღვაწეობა,რომლებმაც ძალისხმევა გასწიეს ამისათვის
|
მონაწილეთა ასაკი
|
11-12 წელი,
VI კლასი
|
ვადები/ხანგრძლივობა
|
1 თვე
|
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას
|
გამოიკვლიოს მუზეუმის შექმნის ისტორია.
|
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
|
ფოტოაპარატი, ვიდეო, ფინანსები ექსკურსიების ჩასატარებლად , მასალები
: მუყაოს სქელი ქაღალდი სტენდის გასაკეთებლად, ფორმატი, წებო, მაკრატელი.
|
პროექტის მსვლელობა( ძირითადი მსვლელობები)
|
შეიქმნას დაინტერესებულ მოსწავლეთა ჯგუფი ამ პროექტის შესასრულებლად,
დავყოთ ჯგუფებად:
1. თბილისში არსებული მუზეუმების მონახულება (ექსკურსიები) რათა შეგროვდეს მათ მიერ
გადაღებული ვიდეო, ფოტომასალა.
2. მოიპოვებს
მასალას ინტერნეტის საშუალებით ამ მუზეუმების შესახებ.
3.შემდგომი
ჯფუფი თავს უყრის შეგროვებულ მასალას.
4.შეჯამდეს,
შეიქმნას სლაიდები არსებული მასალებით. სტენდისთვის ფოტოების ჩაწებება დართული ინფორმაციით,რომელიც
მოძიებულ იქნება ინტერნეტის საშუალებით (განთავსდება და მოეწყობა გამოფენა სკოლაში).
|
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
|
ინტეგრირებული გაკვეთილი ისტორიის საგანთან ერთად.
ს.გ.VI.5. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოცანის
სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრავს სამუშაოს თანმიმდევრობას;
·
მონაწილეობს
ერთობლივი შემოქმედებითი და საორგანიზაციო
გადაწყვეტილების მიღებაში;
·
ანაწილებს
ფუნქციებს შესასრულებელი სამუშაოს მიზნიდან გამომდინარე;
·
განსაზღვრავს
სამუშაოს შესრულების სავარაუდო დროს;
·
განიხილავს
გეგმის რამდენიმე ვარიანტს და შეარჩევს ერთ–ერთს;
ს.გ.VI.6. მოსწავლეს შეუძლია გუნდში მუშაობა
შემოქმედებითი და საორგანიზაციო პრობლემების გადასაჭრელად.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
ანაწილებს გუნდში ფუნქციებს/მოვალეობებს;
·
ითვალისწინებს და იყენებს გუნდელის/ების შესაძლებლობებს;
·
ითხოვს დახმარებას და თანამშრომლობს
სხვებთან კონკრეტული შემოქმედებითი პრობლემის გადაჭრისას.
ს.გ.VI.10. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშები ისტორიულ, რელიგიურ და სოციალურ კონტექსტთან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს
სხვადასხვა კულტურათა ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს;
·
ასახელებს
ცნობილი არქიტექტურული ძეგლების შექმნის მიზეზებს (პირამიდები, ჩინეთის კედელი, ცათამბჯენების
და სხვ.);
·
მსჯელობს,
როგორ აისახება სოციალური, ისტორიული და რელიგიური კონტექსტი ხელოვნების ნიმუშის
ვიზუალურ მხარეზე.
ს.გ.VI.12. მოსწავლე
ეცნობა ქართულ ხელოვნებას და ხელოვნების მოღვაწეებს.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აგროვებს
და აცნობს თანაკლასელებს ინფორმაციას მისთვის საინტერესო ისტორიული პერიოდის ქართული
ხელოვნების ძეგლებზე (მაგ., საქართველოს ეკლესია-მონასტრები, ციხე-სიმაგრეები);
·
მსჯელობს
ქართული კედლის მხატვრობის ცნობილ ნიმუშებზე;
·
ჩამოთვლის
ქართული ხელოვნების სხვადასხვა დარგის (მინანქარი, ოქრომჭედლობა, ჭედურობა, ხელნაწერთა
მინიატურა და სხვ.) რამდენიმე ნიმუშს;
ს.გ.VI.13. მოსწავლე
აცნობიერებს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების
ცხოვრებაში.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
ასახელებს მის ქალაქში/რაიონში/ქვეყანაში არსებულ კულტურულ
დაწესებულებებს (მუზეუმი, გალერეა, კინოთეატრი) და მსჯელობს მათ დანიშნულებაზე.
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
სოფიკო არსენაშვილი
|
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
|
Sopiko.arsenashvili@gmail.com
|
პროექტი
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment